
ლუკას სახარება 14:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
ლუკას სახარება 14:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-28 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 14:22 კონტექსტში
14:20მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
14:21დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.
14:22მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
14:23მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.
14:24რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:22
- იოანე 14:2მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?
- ტიმოთეს მიმართ ა 2:5რადგანაც ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო,
- ტიმოთეს მიმართ ა 2:6რომელმაც თავი დადო ყველას გამოსასყიდად, რაც დამოწმებულ იქნა თავის დროზე;
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
- ფსალმუნები 103:6სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყველა ჩაგრულისათვის.
- ეფესელთა მიმართ 3:8მე, უმცირესს წმიდათა შორის, მომეცა ეს მადლი, რათა მეხარებინა წარმართთათვის წარმოუდგენელი სიმდიდრე ქრისტესი,
- კოლასელთა მიმართ 2:9რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება.
- ფსალმუნები 130:7ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში