
ლუკას სახარება 14:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.
ლუკას სახარება 14:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-22 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 14:30 კონტექსტში
14:28რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
14:29რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა
14:30და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.
14:31ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
14:32თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:30
- ებრაელთა მიმართ 6:11მაგრამ გვსურს, რომ თითოეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
- იოანეს ეპისტოლე ბ 1:8თავს გაუფრთხილდით, რათა არ დაკარგოთ ის, რისთვისაც იღვწოდით, არამედ მივიღოთ სრული საზღაური.
- კორინთელთა მიმართ ა 3:11რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.
- კორინთელთა მიმართ ა 3:14ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:19თავისუფლებას აღუთქვამთ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა. ვინაიდან ვინც რისაგან არის ძლეული, მისივე მონაა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:22სწორედ მათზე თქმულა მართალი ანდაზა: ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და ნაბანი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა.
- ებრაელთა მიმართ 6:4რადგანაც შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც იგემეს ციური ნიჭი და ეზიარნენ სულიწმიდას,
- ებრაელთა მიმართ 6:8ხოლო ნარ-ეკლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი, - რომლის ბოლოც იქნება დაწვა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში