
ლუკას სახარება 14:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
ლუკას სახარება 14:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-22 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 14:35 კონტექსტში
14:33ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
14:34კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?
14:35აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 14:35
- მათეს სახარება 11:15ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- ლუკას სახარება 8:8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
- გამოცხადება 2:7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.
- ლუკას სახარება 9:44ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში.
- მათეს სახარება 13:9ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- იოანე 15:6ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
- გამოცხადება 2:29ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
- გამოცხადება 2:11ვისაც ყური აქვს ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველი არ ევნება მეორე სიკვდილისაგან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 14
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში