
მათეს სახარება 11:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
მათეს სახარება 11:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 თებერვალი, 2027 (სახარება).
მათეს სახარება 11:15 კონტექსტში
11:13რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ.
11:14და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
11:15ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
11:16ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს რომ უყვირიან
11:17და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 11:15
- მათეს სახარება 13:9ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- ლუკას სახარება 8:8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
- მარკოზის სახარება 4:23ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
- მათეს სახარება 13:43მაშინ მზესავით გამობრწყინდებიან მართალნი მათი მამის სასუფეველში. ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- გამოცხადება 3:13ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
- გამოცხადება 2:7ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მძლეველს ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც არის ღვთის სამოთხეში.
- ლუკას სახარება 14:35აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
- მარკოზის სახარება 4:9და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 11
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში