
ლუკას სახარება 17:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.
ლუკას სახარება 17:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 32 კვირის ორშაბათი (სახარება).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: ლუკას სახარება 17:21
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “ყველაფერს, რაც ღმერთს ეკუთვნის, უკვდავების ბეჭედი აქვს. და ღვთის სასუფეველი არის უკვდავების სასუფეველი. ამიტომ, თუ გვინდა უკვდავების ჰაერის სუნთქვა, უნდა შევიდეთ საკუთარ თავში, ღრმად ჩვენს გულებში, ღვთის სასუფეველში. ჩვენს გარეთ არის დროის ჰაერი, წარმავლობისა და გახრწნის ჰაერი, რომელშიც სულს უჭირს სუნთქვა.”
ლუკას სახარება 17:21 კონტექსტში
17:19უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა.
17:20ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ;
17:21ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო; ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია.
17:22და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.
17:23გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:21
- მათეს სახარება 12:28ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.
- რომაელთა მიმართ 14:17რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
- მარკოზის სახარება 13:21მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
- ლუკას სახარება 10:9განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
- ლუკას სახარება 10:11თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
- კოლასელთა მიმართ 1:27რომელთაც ღვთის ნებით ეუწყა, რა არის სიუხვე ამ საიდუმლოს დიდებისა წარმართთა შორის: ესაა ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
- მათეს სახარება 24:23მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
- მათეს სახარება 24:28რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში