გადასვლა შინაარსზე
ქრისტე ყოვლისმპყრობელის ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე, წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა
ქრისტე ყოვლისმპყრობელი, ენკაუსტიკური ხატი, მე-6 საუკუნე. წმინდა ეკატერინეს მონასტერი, სინა. Wikimedia Commons, საჯარო დომენი.

მათეს სახარება 12:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მათეს სახარება 12:28

ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.

მათეს სახარება 12:28 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 20 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის სამშაბათი (სახარება).

მათეს სახარება 12:28 კონტექსტში

12:26თუკი სატანა აძევებს სატანას, მაშინ ის თავის თავს განეყოფა; როგორღა გაძლებს მისი სამეფო?

12:27და თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.

12:28ხოლო თუ მე ღმერთის სულით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენამდე ღმრთის სასუფეველს.

12:29ან როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაძარცვოს იგი, თუკი თავდაპირველად არ შებოჭავს ძლიერს? მხოლოდ ამის შემდეგ თუ შესძლებს მისი სახლის გაძარცვას.

12:30ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

პარალელური ადგილები: მათეს სახარება 12:28

განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 12

სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში