
ლუკას სახარება 17:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
ლუკას სახარება 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 17:7 კონტექსტში
17:5და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
17:6ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებთ.
17:7მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
17:8თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
17:9ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:7
- მათეს სახარება 12:11ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათ დღეს ორმოში ჩაუვარდეს, ნუთუ ხელს არ ჩასჭიდებს და არ ამოიყვანს მას?
- ლუკას სახარება 13:15მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?
- ლუკას სახარება 14:5და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში