
ლუკას სახარება 17:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
ლუკას სახარება 17:5 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-31 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 17:5 კონტექსტში
17:3დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
17:4დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.
17:5და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
17:6ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებთ.
17:7მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 17:5
- მარკოზის სახარება 9:24ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.
- ებრაელთა მიმართ 12:2თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
- ფილიპელთა მიმართ 4:13ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:8სამგზის ვევედრე უფალს, მომაშორე-მეთქი.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:3მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.
- ლუკას სახარება 7:13ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
- მარკოზის სახარება 6:30შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 17
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში