
ლუკას სახარება 19:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,
ლუკას სახარება 19:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 19:20 კონტექსტში
19:18მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო.
19:19და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.
19:20მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,
19:21რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.
19:22უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:20
- მათეს სახარება 25:24ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია.
- იგავესნი 26:13ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.
- იგავესნი 26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
- იაკობის ეპისტოლე 4:17ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.
- ლუკას სახარება 3:9ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
- ლუკას სახარება 19:13დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.
- ლუკას სახარება 6:46რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში