
ლუკას სახარება 19:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
ლუკას სახარება 19:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 27 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 26 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 19:22 კონტექსტში
19:20მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,
19:21რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.
19:22უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.
19:23მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?
19:24და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:22
- მეფეთა ბ 1:16ამ გოდებით გოდებდა დავითი საულსა და მის ვაჟს, იონათანს.
- იობი 15:5რადგან უკეთურება წვრთნის შენს ბაგეებს და ცბიერთა ენა აგირჩევია;
- იობი 15:6შენივე ბაგე გდებს ბრალს; მე კი არა, შენი პირი იმოწმება შენ წინააღმდეგ,
- მათეს სახარება 25:26ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია.
- მათეს სახარება 25:27ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.
- მათეს სახარება 22:12და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა.
- მათეს სახარება 12:37ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები.
- რომაელთა მიმართ 3:19მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშევრდომთათვის ამბობს, რათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში