
ლუკას სახარება 19:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.
ლუკას სახარება 19:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 19:31 კონტექსტში
19:29როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,
19:30და უთხრა მათ: წადით თქვენ პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.
19:31ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.
19:32წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.
19:33ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:31
- ფსალმუნები 24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
- მარკოზის სახარება 11:3ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე დაგიბრუნებს-თქო.
- მარკოზის სახარება 11:6მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი.
- ფსალმუნები 50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- ფსალმუნები 50:12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
- მათეს სახარება 21:2და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენ პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ.
- მათეს სახარება 21:3ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ.
- მოციქულთა საქმენი 10:36მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში