
ფსალმუნი 50:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
ფსალმუნი 50:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 50:12 კონტექსტში
50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
50:11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემ წინაშე არიან.
50:12თუ მომშივდა, არ გეტყვი შენ, რადგან ჩემია მსოფლიო და სავსება მისი.
50:13ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
50:14მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 50:12
- გამოსვლა 19:5ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა.
- კორინთელთა მიმართ ა 10:26რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
- კორინთელთა მიმართ ა 10:28მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
- ფსალმუნები 24:1საგალობელი დავითისა. უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მისი მკვიდრნი.
- ფსალმუნები 24:2რადგან ზღვებზე დააფუძნა მან იგი და მდინარეებზე მოაწყო იგი.
- მეორე სთვლისაება 10:14აჰა, უფლის, შენი ღვთისაა ცანი და ცანი ცათანი, ქვეყანა და ყველაფერი, რაც მასშია.
- იობი 41:11ვისი რა მმართებს, რომ გადავუხადო? ყველაფერი ჩემია ცისქვეშეთში.
- ფსალმუნები 115:15კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 50
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 50 · გახსენი ბიბლიის მკითხველში