
ლუკას სახარება 19:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
ლუკას სახარება 19:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 30 ნოემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 19:37 კონტექსტში
19:35მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.
19:36ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.
19:37როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
19:38ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!
19:39ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 19:37
- ეზრა 3:10როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით.
- ეზრა 3:13ხალხი ვერ არჩევდა სიხარულის ყიჟინას და ტირილის ხმებს, რადგან დიდი ხმით ყიჟინებდა ხალხი და შორს ისმოდა მათი ხმა.
- იოანე 12:12მეორე დღეს დღესასწაულზე მოსულმა დიდძალმა ხალხმა, რაკი გაიგო, იესო იერუსალიმს მოდისო,
- იოანე 12:13აიღო პალმის რტოები და შესაგებებლად გამოეფინა; ღაღადებდნენ და ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით, მეუფე ისრაელისა!
- მათეს სახარება 21:1როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე.
- ნეშტთა შორისა ა 15:28მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკის ცემით, საყვირების, წინწიღების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
- ლუკას სახარება 18:43მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი.
- ლუკას სახარება 7:16ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 19
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში