
ლუკას სახარება 7:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
ლუკას სახარება 7:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 7:16 კონტექსტში
7:14მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
7:15მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
7:16ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენ შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:16
- ლუკას სახარება 7:39ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
- მათეს სახარება 9:8ამის მხილველი ხალხი განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ძალა მისცა ადამიანებს.
- ლუკას სახარება 1:68კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.
- იერემია 33:9სიხარულის წყაროდ იქცევა ჩემთვის იერუსალიმი და საქებ-სადიდებლად - ქვეყნის ხალხებისთვის, რომლებიც გაიგებენ ყველა სიკეთეს, რასაც გავუკეთებ მას. შეშინდებიან და თავზარი დაეცემათ ყველა იმ სიკეთისა და კეთილდღეობის გამო, რასაც მას მოვუტან.
- გამოსვლა 4:31დაიჯერა ხალხმა და ირწმუნა, რომ მოხედა უფალმა ისრაელიანებს და დაინახა მათი ჩაგვრა. მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.
- ლუკას სახარება 1:65შიშმა მოიცვა ყველა მეზობელი, და იუდეას მთელ მთიანეთს მოედო ეს ამბავი.
- მათეს სახარება 21:11ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.
- ფსალმუნები 65:9კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი; ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში