
ლუკას სახარება 20:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
ლუკას სახარება 20:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 27 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 20:24 კონტექსტში
20:22გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
20:23ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა:
20:24მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა.
20:25და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა.
20:26ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:24
- მათეს სახარება 18:28მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო.
- ლუკას სახარება 20:22გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს?
- მოციქულთა საქმენი 25:8ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.
- მოციქულთა საქმენი 25:12მაშინ ფესტუსი თავის მრჩევლებს მოეთათბირა და მიუგო: კეისრის მსჯავრს მოითხოვ და კეისართანვე წახვალ.
- ლუკას სახარება 23:2დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
- მოციქულთა საქმენი 26:32ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტუსს: შეიძლებოდა გაგვეთავისუფლებინა ეს კაცი, კეისრის მსჯავრი რომ არ მოეთხოვა.
- ფილიპელთა მიმართ 4:22მოკითხვას გითვლიან ყველა წმიდანი, უმეტესად კეისრის სახლისანი.
- ლუკას სახარება 2:1ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელ ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში