
ლუკას სახარება 20:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
ლუკას სახარება 20:41 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 20:41 კონტექსტში
20:39ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად თქვი.
20:40და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
20:41უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
20:42ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:41
- მარკოზის სახარება 12:35კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?
- მარკოზის სახარება 12:37ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
- მათეს სახარება 1:1წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა.
- მათეს სახარება 22:41ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ:
- მათეს სახარება 22:45ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
- ესაია 11:1ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს.
- ესაია 11:2დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა.
- იოანე 7:42წერილი ხომ ამბობს, რომ ქრისტე დავითის მოდგმიდან და ბეთლემიდან, ანუ იმ ადგილიდან მოვა, საიდანაც იყო დავითი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში