
ლუკას სახარება 20:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
ლუკას სახარება 20:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 20:42 კონტექსტში
20:40და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის.
20:41უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?
20:42ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
20:43ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს.
20:44ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 20:42
- ფსალმუნები 110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
- მოციქულთა საქმენი 2:34დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ,
- მოციქულთა საქმენი 2:35ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.
- ებრაელთა მიმართ 1:13რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
- მარკოზის სახარება 12:36რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
- მარკოზის სახარება 12:37ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.
- მათეს სახარება 22:43უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს:
- მათეს სახარება 22:45ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის ძედ?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 20
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში