
ლუკას სახარება 21:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
ლუკას სახარება 21:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 21:13 კონტექსტში
21:11და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.
21:12უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
21:13და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
21:14მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
21:15ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:13
- ფილიპელთა მიმართ 1:12მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ყოველივე იმან, რაც თავს გადამხდა, დიდად შეუწყო ხელი სახარების წარმატებას.
- ფილიპელთა მიმართ 1:28ნურაფერში შეუკრთებით თქვენს წინააღმდგომთ; მათთვის ეს წარწყმედის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისაგან არის.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:5იმის დასტურად, რომ იქნება ღვთის მართალი მსჯავრი, რათა ღირსნი გახდეთ ღვთის სასუფევლისა, რისთვისაც ევნებით კიდეც.
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:3რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 3:4რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში