
ლუკას სახარება 21:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
ლუკას სახარება 21:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 21:16 კონტექსტში
21:14მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
21:15ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
21:16გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 21:16
- ლუკას სახარება 12:53დიახ, განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.
- გამოცხადება 6:9და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ.
- მიქა 7:5ნუ ერწმუნები ახლობელს, ნუ ენდობი მეგობარს; შენ გვერდით მწოლისგან დაიცავი შენს ბაგეთა კარი
- მიქა 7:6რადგან შვილი არცხვენს მამას, ქალიშვილი თავის დედას ეურჩება, რძალი - თავის დედამთილს; კაცის მტრები არიან მისი შინაურები.
- იერემია 9:4უფრთხილდით ერთმანეთს, ძმასაც ნუ ენდობით, რადგან ფეხს უდებენ ერთმანეთს ძმები და ცილს სწამებენ ერთმანეთს მეგობრები.
- მოციქულთა საქმენი 12:2და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.
- მოციქულთა საქმენი 7:59ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
- მარკოზის სახარება 13:12და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 21
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში