
ლუკას სახარება 22:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
ლუკას სახარება 22:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 22:13 კონტექსტში
22:11და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
22:12გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
22:13ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
22:14როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
22:15უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 22:13
- ლუკას სახარება 21:33ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- ლუკას სახარება 19:32წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.
- ებრაელთა მიმართ 11:8რწმენით დაემორჩილა აბრაამი ხმობას, წასულიყო იმ ქვეყანაში, რომელიც სამკვიდროდ უნდა მიეღო, და წავიდა კიდეც, თუმცაღა არ იცოდა, სად მიდიოდა.
- იოანე 2:5დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო.
- იოანე 11:40უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 22
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში