
ლუკას სახარება 22:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
ლუკას სახარება 22:14 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 22:14 კონტექსტში
22:12გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
22:13ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
22:14როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
22:15უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.
22:16რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 22:14
- მათეს სახარება 26:20და მწუხრის ჟამს ინახად დაჯდა თორმეტ მოწაფესთან ერთად.
- მარკოზის სახარება 14:17მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად.
- მეორე სთვლისაება 16:6არამედ მხოლოდ იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, თავისი სახელის დასავანებლად, დაკალი პასექი საღამოთი, მზის ჩასვლისას, ეგვიპტიდან შენი გამოსვლის სწორს.
- მეორე სთვლისაება 16:7მოხარშე და ჭამე იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს უფალი, შენი ღმერთი, დილით კი გაბრუნდი და წადი შენს კარვებში.
- მარკოზის სახარება 6:30შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც ექმნათ და ესწავლებინათ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 22
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში