
ლუკას სახარება 22:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.
ლუკას სახარება 22:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 22:37 კონტექსტში
22:35და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი.
22:36კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.
22:37რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულდეს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.
22:38მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია.
22:39გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 22:37
- ესაია 53:12ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ლუკას სახარება 23:32მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც.
- გალატელთა მიმართ 3:13ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და თვითონ დაიწყევლა ჩვენთვის: რადგანაც დაწერილია: „წყეულია ყველა, ვინც ჰკიდია ძელზე“,
- მოციქულთა საქმენი 13:27ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს.
- მოციქულთა საქმენი 13:29ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.
- იოანე 19:28შემდგომ ამისა, რაკიღა მიხვდა, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, იესომ თქვა: მწყურია.
- იოანე 19:30როდესაც იგემა ძმარი, იესომ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 22
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში