
ლუკას სახარება 22:58 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.
ლუკას სახარება 22:58 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 მარტი, 2027, ყველიერის სამშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 22:58 კონტექსტში
22:56ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო.
22:57მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას.
22:58ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.
22:59ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია.
22:60ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 22:58
- მარკოზის სახარება 14:69მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.
- მარკოზის სახარება 14:70მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა, რომ გალილეველი უნდა იყო.
- იოანე 18:25სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ.
- მათეს სახარება 26:71და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
- მათეს სახარება 26:72ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 22
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 22 · გახსენი ბიბლიის მკითხველში