
მათეს სახარება 26:71 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
მათეს სახარება 26:71 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 აპრილი, 2027, დიდი და წმინდა ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 26:71 კონტექსტში
26:69პეტრე კი გარეთ იჯდა, ეზოში. მიადგა ერთი მხევალი და უთხრა: შენც ხომ იესო გალილეველთან იყავი?
26:70ხოლო მან ყველას წინაშე უარყო და თქვა: არ ვიცი, რას ამბობ.
26:71და როცა ჭიშკარში გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც იესო ნაზორეველთან იყო.
26:72ისევ უარყო პეტრემ ფიცით: არ ვიცნობ იმ კაცსო.
26:73ცოტა ხნის შემდეგ იქ მდგომნიც მივიდნენ და უთხრეს პეტრეს: ჭეშმარიტად შენც ერთი მათგანი ხარ, რადგანაც შენივე კილო გამხილებს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 26:71
- იოანე 18:25სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. და უთხრეს მას: განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ? მაგრამ მან უარყო და თქვა: არა ვარ.
- იოანე 18:27კვლავ უარყო პეტრემ, და მყისვე იყივლა მამალმა.
- ლუკას სახარება 22:58ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.
- მარკოზის სახარება 14:68მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა.
- მარკოზის სახარება 14:69მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც ერთი მათგანიაო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 26
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში