
ლუკას სახარება 23:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
ლუკას სახარება 23:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:30 კონტექსტში
23:28ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები.
23:29რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ.
23:30მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს: დაგვმარხეთ ჩვენ;
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:30
- გამოცხადება 6:16და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ;
- ოსეა 10:8განადგურდება ავენის გორაკები - ისრაელის ცოდვა; ნარ-ეკალი და ძეძვი ამოვა მათ სამსხვერპლოებზე და ეტყვიან მთებს: გადაგვეფარეთო და ბორცვებს - თავზე დაგვემხეთო!
- ესაია 2:19შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.
- გამოცხადება 9:6იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში