
ლუკას სახარება 23:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.
ლუკას სახარება 23:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 მარტი, 2027, რძის უარყოფის ხუთშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 23:9 კონტექსტში
23:7როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო.
23:8ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო.
23:9ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო.
23:10მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას.
23:11ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 23:9
- მათეს სახარება 27:14მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ, დიდად უკვირდა მთავარს.
- ესაია 53:7ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე.
- ფსალმუნები 38:13მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
- ფსალმუნები 38:14და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
- მოციქულთა საქმენი 8:32ხოლო წერილის ადგილი, რომელსაც ის კითხულობდა, შემდეგი იყო: „კრავივით მიიყვანეს დასაკლავად, და როგორც ცხვარი უხმოდაა მისი მპარსველის წინაშე, ისე მასაც არ დაუძრავს კრინტი.
- ფსალმუნები 39:9დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
- ფსალმუნები 39:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნს, დავითის ფსალმუნი. ვიფიქრე: დავიცავ ჩემს გზებს ჩემი ენის შეცოდებისგან, ალიკაპს ავიკრავ პირზე, ვიდრე ბოროტი იმყოფება ჩემ პირდაპირ.
- ფსალმუნები 39:2დავმუნჯდი, დავდუმდი სიკეთეზეც კი; მაგრამ ვაება გამიძლიერდა.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 23
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში