
ლუკას სახარება 24:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
ლუკას სახარება 24:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (ცისკრის მეხუთე სახარება).
ლუკას სახარება 24:15 კონტექსტში
24:13იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;
24:14და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
24:15ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
24:16მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
24:17და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარენი?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:15
- მათეს სახარება 18:20რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
- ლუკას სახარება 24:36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
- იოანე 14:18არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
- იოანე 14:19ცოტაც და, ქვეყანა ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ. ვინაიდან ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში