
ლუკას სახარება 24:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
ლუკას სახარება 24:16 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (ცისკრის მეხუთე სახარება).
ლუკას სახარება 24:16 კონტექსტში
24:14და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
24:15ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
24:16მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
24:17და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარენი?
24:18ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:16
- იოანე 20:14ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
- იოანე 21:4ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ მიხვდნენ, რომ იესო იყო.
- ლუკას სახარება 24:31მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
- მარკოზის სახარება 16:12ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში