
ლუკას სახარება 24:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
ლუკას სახარება 24:35 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-27 კვირიაკე (ცისკრის მეხუთე სახარება).
ლუკას სახარება 24:35 კონტექსტში
24:33მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
24:34რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
24:35მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
24:36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
24:37ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:35
- მარკოზის სახარება 16:12ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, სოფელში რომ მიდიოდნენ.
- მარკოზის სახარება 16:13ხოლო ისინი დაბრუნდნენ და აუწყეს დანარჩენთ; მაგრამ არც მათ ერწმუნენ.
- ლუკას სახარება 24:30ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
- ლუკას სახარება 24:31მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
- მოციქულთა საქმენი 2:42ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში