
ლუკას სახარება 24:37 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
ლუკას სახარება 24:37 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 13 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-28 კვირიაკე (ცისკრის მეექვსე სახარება).
ლუკას სახარება 24:37 კონტექსტში
24:35მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
24:36ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
24:37ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
24:38მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
24:39შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 24:37
- მეფეთა ა 28:13ჰკითხა: როგორ გამოიყურება? მიუგო: მოხუცებული კაცია, ვინც ამოდის, მოსასხამი ბურავს. მაშინ მიხვდა საული, რომ სამუელი იყო იგი, მიწად დაიხარა და თაყვანისცა.
- იობი 4:14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
- იობი 4:16შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
- მათეს სახარება 14:26ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.
- მათეს სახარება 14:27მყისვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
- მარკოზის სახარება 6:49ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
- მარკოზის სახარება 6:50რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
- მოციქულთა საქმენი 12:15მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 24
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში