
ლუკას სახარება 4:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.
ლუკას სახარება 4:2 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 4:2 კონტექსტში
4:1სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
4:2ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.
4:3და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.
4:4ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:2
- გამოსვლა 34:28დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
- ებრაელთა მიმართ 4:15რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში, არამედ - ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.
- ებრაელთა მიმართ 2:18ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდელში მყოფთა შეწევნაც ძალუძს.
- მეორე სთვლისაება 9:9როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია.
- მეორე სთვლისაება 9:18დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
- იოანე 4:6იქ იყო ჭა იაკობისა; გზით დამაშვრალი იესო ჭის პირას ჩამოჯდა. იქნებოდა ასე ექვსი საათი.
- მათეს სახარება 4:2და იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე და ბოლოს მოშივდა.
- შესაქმე 3:15მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში