
მეორე სთვლისაება 9:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
მეორე სთვლისაება 9:18 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 9:18 კონტექსტში
9:16დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ.
9:17ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე.
9:18დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას.
9:19რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა.
9:20ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 9:18
- გამოსვლა 34:28დარჩა იქ, უფალთან ორმოც დღეს და ორმოც ღამეს; პური არ უჭამია და წყალი არ შეუსვამს. დაწერა ფიქალებზე აღთქმის სიტყვები, ათი სიტყვა.
- მეორე სთვლისაება 9:9როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია.
- ფსალმუნები 106:23დათქმული ჰქონდა მათი მოსპობა, რომ მოსე, მისი რჩეული, არ დამდგარიყო ნაპრალთან მის წინაშე, რათა გაებრუნებინა რისხვა მისი, და აღარ მოესრა ისინი.
- მეორე სთვლისაება 10:10მე დავრჩი მთაზე მაშინდელივით ორმოც დღეს და ორმოც ღამეს და ამჯერადაც მისმინა მე უფალმა - არ ინება უფალმა შენი დაღუპვა.
- მეფეთა ბ 12:16ევედრებოდა დავითი ღმერთს ყმაწვილის გამო, მარხულობდა დავითი და მიწაზე ათევდა ღამეს.
- გამოსვლა 32:10ახლა მიმიშვი, რათა აინთოს ჩემი რისხვა მათზე და გადავბუგო, შენ კი დიდ ხალხად გაგხადო.
- გამოსვლა 32:14გადაიფიქრა უფალმა და აღარ დაატეხა უბედურება თავის ერს.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 9
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში