
ლუკას სახარება 4:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
ლუკას სახარება 4:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის სამშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 4:28 კონტექსტში
4:26მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.
4:27მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
4:28ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
4:29ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:28
- ნეშტთა შორისა ბ 16:10განურისხდა ასა მისანს და საპყრობილეში ჩააგდო, რადგან გაგულისებული იყო ნათქვამის გამო. იმავე დროს ასა ჩაგრავდა ხალხიდან ზოგიერთებს.
- მოციქულთა საქმენი 22:21მითხრა: წადი, რადგანაც შორს, წარმართებთან წარგგზავნი შენ.
- მოციქულთა საქმენი 22:23და ვიდრე ასე ყვიროდნენ, მოსასხამებს იქნევდნენ და მტვრის ბუქს აყენებდნენ ჰაერში,
- ნეშტთა შორისა ბ 24:20ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
- ნეშტთა შორისა ბ 24:21შეითქვნენ მის წინააღმდეგ და მეფის ბრძანებით ჩააქვავეს უფლის სახლის ეზოში.
- მოციქულთა საქმენი 5:33ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.
- მოციქულთა საქმენი 7:54ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
- იერემია 37:15გაურისხდნენ მთავრები იერემიას, სცემეს და ჩააგდეს საპატიმროში, იონათან მწერლის სახლში, რადგან სატუსაღო სახლად ჰქონდათ იგი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში