
ლუკას სახარება 4:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
ლუკას სახარება 4:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის სამშაბათი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 4:29 კონტექსტში
4:27მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.
4:28ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.
4:29ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.
4:30მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.
4:31ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:29
- იოანე 8:59მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
- მოციქულთა საქმენი 7:57ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
- მოციქულთა საქმენი 7:58ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
- რიცხვთა 15:35უთხრა უფალმა მოსეს: უნდა მოკვდეს ეს კაცი, უნდა ჩაქოლოს იგი მთელმა საზოგადოებამ ბანაკის გარეთ.
- იოანე 8:40ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
- მოციქულთა საქმენი 16:23ნაცემ-ნაბეგვნი საპყრობილეში ჩაყარეს და დილეგის მცველს უბრძანეს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
- მოციქულთა საქმენი 16:24ეს ბრძანება რომ მიიღო, მცველმა შიდა საკანში შეყარა ისინი და ფეხზე ბორკილები დაადო.
- ებრაელთა მიმართ 13:12ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში