
ლუკას სახარება 4:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:
ლუკას სახარება 4:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 25 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 4:33 კონტექსტში
4:31ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ.
4:32უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.
4:33და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:
4:34ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.
4:35მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:33
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში