გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 4:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 4:35

მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.

ლუკას სახარება 4:35 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 სექტემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-14 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 4:35 კონტექსტში

4:33და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:

4:34ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.

4:35მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.

4:36შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?

4:37და მოედო მისი ამბავი მთელ არე-მარეს.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 4:35

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 4

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში