გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 5:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 5:26

განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

ლუკას სახარება 5:26 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 2 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 15 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 5:26 კონტექსტში

5:24მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

5:25ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.

5:26განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

5:27ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.

5:28მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 5:26

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 5

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში