
ლუკას სახარება 5:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.
ლუკას სახარება 5:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 5:29 კონტექსტში
5:27ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.
5:28მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.
5:29გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.
5:30ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
5:31მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 5:29
- ლუკას სახარება 15:1მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.
- კორინთელთა მიმართ ა 5:9აკი მოგწერეთ წერილში: არ შეერიოთ-მეთქი მემრუშეთ,
- კორინთელთა მიმართ ა 5:11ისიც მოგწერეთ, არ შერეოდით იმათაც, ვინც, ასე ვთქვათ, ძმად იწოდება, მაგრამ კვლავინდებურად მემრუშეა ანდა ანგარი, კერპთმსახური თუ მაგინებელი, მემთვრალე თუ მტაცებელი და პურიც კი არ გეჭამათ მასთან.
- იოანე 12:2იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო.
- მათეს სახარება 9:10და როცა ინახად იჯდა სახლში, აჰა, მოვიდა მრავალი მებაჟე და ცოდვილი, და ინახად დასხდნენ იესოსა და მის მოწაფეებთან.
- მარკოზის სახარება 2:15ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას.
- კორინთელთა მიმართ ა 10:27თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 5
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში