
ლუკას სახარება 5:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
ლუკას სახარება 5:30 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 5:30 კონტექსტში
5:28მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.
5:29გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.
5:30ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
5:31მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
5:32მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 5:30
- ლუკას სახარება 15:1მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.
- ლუკას სახარება 15:2ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.
- მარკოზის სახარება 7:3(რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ.
- მოციქულთა საქმენი 23:9ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?
- ესაია 65:5ამბობენ: განვედ, არ მომეკარო, რადგან შენზე წმიდა ვარო! ეს კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლი, რომელიც მთელი დღე გიზგიზებს.
- ლუკას სახარება 19:7ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
- ლუკას სახარება 7:29მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათელ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
- ლუკას სახარება 7:30ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 5
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში