
ლუკას სახარება 6:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
ლუკას სახარება 6:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 4 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის ორშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 6:27 კონტექსტში
6:25ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;
6:26ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.
6:27ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
6:28აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
6:29ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 6:27
- თესალონიკელთა მიმართ ა 5:15თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
- ლუკას სახარება 6:35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
- იგავესნი 24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
- იგავესნი 25:21თუ შენი მტერი მშიერია, პური აჭამე; თუ სწყურია, წყალი ასვი;
- იგავესნი 25:22რადგან ამით მის თავზე მუგუზლებს დააგროვებ და უფალი გადაგიხდის.
- რომაელთა მიმართ 12:17ბოროტის წილ ნურავის მიაგებთ ბოროტს; ეცადეთ კეთილი უყოთ ყველას.
- რომაელთა მიმართ 12:21ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ კეთილით სძლიე ბოროტი.
- გალატელთა მიმართ 6:10მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 6
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში