
იგავესნი 24:17, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები
ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
იგავესნი 24:17 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იგავესნი 24:17
1 განმმარტებელი
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი20 საუკუნე “როდესაც ცხვარი გზას კარგავს, ხარობს დანარჩენი ფარა? არა, ეს არ უნდა იყოს. რადგან, აჰა, მწყემსი ტოვებს თავის ფარას და, წუხილით აღსავსე, მიდის დაკარგული ცხვრის საძებნელად. დანაკარგი მწყემსისთვის ასევე დანაკარგია ფარისთვის.”
იგავესნი 24:17 კონტექსტში
24:15ნუ უსაფრდები ბოროტეული მართლის საცხოვრებელს და თავს ნუ ესხმი მის სადგომს;
24:16რადგან მართალი შვიდგზისაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურებაში ჩაცვივდებიან.
24:17ნუ ხარობ შენი მტრის დაცემით და მისი წაბორძიკებით ნუ ილხენს შენი გული,
24:18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:17
- აბდია 1:12არ უნდა გეცქირა შენი ძმის დღისთვის, მისი შავი დღისთვის; არ უნდა გეხარა იუდაელებზე მათი დაღუპვის დღეს, ჭირის დღეს არ უნდა გეტრაბახა.
- იობი 31:29თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!
- იგავესნი 17:5ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
- კორინთელთა მიმართ ა 13:6არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
- კორინთელთა მიმართ ა 13:7ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
- მეფეთა ბ 16:5ბახურიმს რომ მიუახლოვდა მეფე დავითი, ხედავს, გამოდის იქიდან საულის სახლის მონათესავე კაცი, სახელად შიმყი გერას ძე, მოდის და მოიწყევლება.
- მეფეთა ბ 16:14გავიდნენ მეფე და მისი თანმხლები ხალხი, დაღლილ-დაქანცულნი, იორდანეზე და იქ მოითქვეს სული.
- ფსალმუნები 35:19არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში