
ლუკას სახარება 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
ლუკას სახარება 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის შაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 7:10 კონტექსტში
7:8ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
7:9ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ გეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
7:10გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
7:11მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
7:12როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:10
- იოანე 4:50უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.
- იოანე 4:53მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.
- მათეს სახარება 8:13და უთხრა იესომ ასისთავს: წადი და შენი რწმენისამებრ მოგეგოს შენ. და მაშინვე განიკურნა მისი მსახური.
- მარკოზის სახარება 9:23ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.
- მათეს სახარება 15:28მაშინ იესომ პასუხად მიუგო მას: ეჰა, ქალო! დიდია შენი რწმენა, და შენი სურვილისამებრ მოგეგოს შენ! და განიკურნა მისი ასული იმავე წამს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში