გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 7:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 7:9

ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ გეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.

ლუკას სახარება 7:9 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 23 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 18 კვირის შაბათი (სახარება).

ლუკას სახარება 7:9 კონტექსტში

7:7ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.

7:8ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.

7:9ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ გეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.

7:10გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.

7:11მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:9

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში