გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 7:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 7:21

ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.

ლუკას სახარება 7:21 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 24 თებერვალი, 2027 (ცისკრის სახარება).

ლუკას სახარება 7:21 კონტექსტში

7:19ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?

7:20ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?

7:21ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.

7:22მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.

7:23ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:21

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში