
ფსალმუნი 90:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
ფსალმუნი 90:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 90:9 კონტექსტში
90:7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
90:8ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
90:9რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
90:10ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
90:11ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 90:9
- ფსალმუნები 78:33და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
- ფსალმუნები 39:5აჰა, გოჯებით მომეცი მე დღენი, ხოლო არსება ჩემი არაფერია შენ წინაშე; არამედ სრული ამაოებაა ყოველი ძე ხორციელი. სელა.
- ფსალმუნები 90:4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 90
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 90 · გახსენი ბიბლიის მკითხველში