
ლუკას სახარება 7:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
ლუკას სახარება 7:34 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-16 კვირის პარასკევი (სახარება).
ლუკას სახარება 7:34 კონტექსტში
7:32ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
7:33ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
7:34მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
7:35და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
7:36ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 7:34
- ლუკას სახარება 15:2ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.
- იოანე 12:2იქ მოუმზადეს ვახშამი და ემსახურებოდა მართა, ლაზარე კი მისი ერთადერთი თანამეინახე იყო.
- ლუკას სახარება 7:36ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
- ლუკას სახარება 19:7ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.
- მათეს სახარება 9:11ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
- ლუკას სახარება 14:1მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.
- ლუკას სახარება 5:29გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.
- იოანე 2:2იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 7
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში