
ლუკას სახარება 8:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
ლუკას სახარება 8:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 9 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 28 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
ლუკას სახარება 8:19 კონტექსტში
8:17ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და გაცხადდეს.
8:18მაშ, დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, და ვისაც არა აქვს, მაგრამ ასე ჰგონია, მაქვსო, მას წაერთმევა.
8:19მივიდნენ მასთან დედა და მისი ძმები, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ შესძლეს ახლოს მისვლა.
8:20და უთხრეს მას: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.
8:21ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: დედა ჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და ასრულებენ მას.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:19
- მათეს სახარება 12:46და ვიდრე ასე ესაუბრებოდა ხალხს, მისი დედა და ძმები გარეთ იდგნენ და სიტყვის სათქმელად ეძებდნენ მას.
- მათეს სახარება 12:50რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას, იგია ძმაც, დაც და დედაც ჩემი.
- მარკოზის სახარება 3:31მოვიდნენ მისი დედა და ძმები, გარეთ გაჩერდნენ და კაცი შეუგზავნეს დასაძახებლად.
- მარკოზის სახარება 3:35რადგან ვინც აღასრულებს ღმერთის ნებას, იგია ჩემი ძმაც, ჩემი დაცა და დედაც.
- მარკოზის სახარება 3:21გაიგეს მისმა ახლობლებმა და მოვიდნენ, რათა შეეპყროთ იგი, ვინაიდან ამბობდნენ, შეიშალაო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში