
ლუკას სახარება 8:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
ლუკას სახარება 8:26 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 8:26 კონტექსტში
8:24მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით. ხოლო ის წამოდგა, შერისხა ქარები და წყლის ღელვა; დაცხრნენ და სიმყუდროვემ დაისადგურა.
8:25და უთხრა მათ: სად არის თქვენი რწმენა? ხოლო ისინი, დამფრთხალნი და განცვიფრებულნი, ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარებს და ზღვას რომ უბრძანებს და ისინიც მორჩილებენ მას?
8:26და მიადგნენ გერასენელთა მხარეს, გალილეის გაღმა.
8:27ხმელეთზე გადმოსულს შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა და შიშველ-ტიტველი სახლში კი არ ცხოვრობდა, არამედ - სამარხებში.
8:28იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:26
- მარკოზის სახარება 5:1გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.
- მარკოზის სახარება 5:20ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
- მათეს სახარება 8:28და როცა მიაღწია მეორე ნაპირს, გადარელთა მხარეს, შემოხვდა ორი ეშმაკეული, სამარხებიდან გამოსულნი და ძალზე მძვინვარენი, ისე რომ, ვერავინ ბედავდა ამ გზაზე გავლას.
- მათეს სახარება 8:34და, აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად; და როდესაც იხილეს იგი, სთხოვეს, აქაურობას გაეცალეო.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში