
მარკოზის სახარება 5:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
მარკოზის სახარება 5:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი 14 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:20 კონტექსტში
5:18ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა.
5:19მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
5:20ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
5:21როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას.
5:22და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:20
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში