გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

ლუკას სახარება 8:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლუკას სახარება 8:30

ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.

ლუკას სახარება 8:30 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 31 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-19 კვირიაკე (სახარება).

ლუკას სახარება 8:30 კონტექსტში

8:28იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინაშე დაემხო და შეჰღაღადა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.

8:29რადგანაც უბრძანა უწმინდურ სულს, გამოსულიყო ამ კაცისაგან, ვინაიდან დიდი ხანია სტანჯავდა მას, ისე რომ ჯაჭვით კრავდნენ და ბორკილებს ადებდნენ, მაგრამ ამსხვრევდა ბორკილებს და, ეშმაკისაგან დევნილი, უდაბნოში გარბოდა.

8:30ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი; ვინაიდან მრავალი ეშმაკი შესულიყო მასში.

8:31ევედრებოდნენ იესოს: ნუ გვიბრძანებ უფსკრულში დანთქმასო.

8:32იქვე, მთაზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი. შეევედრნენ: ნება დაგვრთე, მათში შევიდეთო, და ნება დართო მათ.

პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:30

განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8

სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში